10 ოქტომბერს მეტყევის დღე აღინიშნება

10 ოქტომბერს, მეტყევის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღში 12:00 საათზე ღონისძიება ჩატარდება.

როგორც კვირას გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი, ლევან დავითაშვილი მეტყევეებს პროფესიულ დღეს მიულოცავს და წარმატებული საქმიანობისთვის მადლობის სიგელებსა და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.

ღონისძიებას სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს, გარემოსდაცვითი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები