მედია: უკრაინის პოლიციას ქვეყანაში “ქართველი ქურდების” არსებობა პანიკაში აგდებს

უკრაინაში ნაციონალისტური გამოსვლების ფონზე, ადამიანების და მათი საკუთრების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებები იზრდება.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკოსების აზრით, ქვეყანაში დანაშაულის ზრდაზე მკვეთრი გავლენა საქართველოდან წამოსულმა ქურდულმა კონტინგენტმა მოახდინა.

ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი “თანამეგობრობის” მიმომხილველი წერს.

გამოცემა წერს, რომ კრიმინალურ საზოგადობასთან კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში 2014 წელს რევოლუციამდე გაჩნდნენ.

“ამ პერიოდში საქართველოსა და მეზობელ რუსეთში სამართალდამცველები მნიშვნელოვან სამუშაოს ახორციელებდნენ ქურდებთან ბრძოლის თვალსაზრისით და პირველ რიგში ეს ეხებოდა საქართველოდან წამოსულებს, რომელთა რაოდენობა დსთ-ს მასშტაბით დიდია. სწორედ ამ დროს, ყველა რანგის კრიმინალებმა უკრაინას შეაფარეს თავი. ეს კი გაკეთდა ძალიან “ჭკვიანურად” ლოზუნგით “დავეხმაროთ მოძმე უკრაინას კორუფციის დამარცხებაში”.

უკრაინის საპოლიციო ცნობები აჭრელებულია საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები არიან ჩართული.

მაგალითად, 30 სექტემბერს, ბორისპოლში ქურდობისა და ყაჩაღობისთვის დაკავებულია საქართველოს მოქალაქეები დოლიძე, გ. კოჯაია, ლ.კოჯაია და ქემოშვილი.

1 ოქტომბერს ოდესის ოლქში ქურდობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს მოქალაქე გაბელაშვილი.

2 ოქტომბერს კიევის ოლქში ქურდობასა და ყაჩაღობისთვის დააკავეს კიკაბიძე;

3 ოქტომბერს ასევე ქურდობისთვის და ყაჩაღობისთვის – სმირნოვი და სუხაშვილი; 6 ოქტომბერს დააკავეს თურმანიძე;

მსგავსი დანაშაულებებისთვის ქვეყნის სამართალდამცველ ორგანოში საქართველოს 200-მდე მოქალაქე იმყოფება. ამასთან მათი უმრავლესობა, გამოძიებისგან მობიერი დამოკიდებულების მიღების სანაცვლოდ თავს რევოლუციის აქტივისტად ასაღებს, ცალკეულ შემთხვევებში ეს ფაქტებითაც მტკიცდება. ამასთან, მათ დასაცავად ხმა აიმაღლეს მათმა თანამზრახველებმა – უკრაინელი ნაციონალისტების სახით. ამასთან, უკრაინის პოლიცია არა მხოლოდ ქართველ ქურდებს იჭერს, არამედ “თავისიანებს”, უკრაინელებს.

წარმატება ვუსურვოთ მათ. არ შეჩერდნენ რადგან ცნობილია, რომ “ქურდი ციხეში უნდა იჯდეს”, პოლიციელმა კი არ უნდა იფიქროს აქვს თუ არა უფლება დააკავოს დამნაშავე, მიუხედავად იმისა დაასახელებს თუ არა ის თავს რევოლუციის მონაწილედ”, – ნათქვამია მასალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები