ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე დამკვირვებლებს რამდენჯერმე მიმართა “ნაცმოძრაობის” წევრების ქცევა დააფიქსირონ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე მყოფ ეუთო /ოდირის დამკვირვებლებს რამდენჯერმე მიმართა თხოვნით, რომ “ნაცმოძრაობის” ქმედებები დააფიქსირონ ანგარიშში. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისგან, შალვა თადუმაძისგან დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღონ.
​„მინდა ეუთო/ ოდირის დამკვირვებლებს ვთხოვო დააფიქსიროთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ეს ქცევა და პოზიცია. მე თქვენთვის არასდროს მომიმართავს დაგეფიქსირებინათ მსგავსი ქცევა. როგორც მონიტორინგის ჯგუფს მოგიწოდებთ დააფიქსიროთ თქვენს ანგარიშში ის ქცევა, რასაც ადგილი ჰქონდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, რასაც კადრულობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომ არ სურთ პროცესი წარმართონ ისე, რომ მივიღოთ შეკითხვებზე პასუხი. ეს დააფიქსირეთ ყველას გთხოვთ! გვაქვს გამოყოფილი დრო, პოლიტიკურად შეთანხმებულები ვართ, აქამდე შეთანხმებას მივყვებით და დაიცავით ეს პოლიტიკური შეთანხმება, შემდეგ კი კომიტეტის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისათვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები