მაკრონი: ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნება საქართველოს კონფლიქტური საკითხის მოგვარებას შეუწყობს ხელს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და რუსული დელეგაციის დაბრუნებას მიესალმა.

მისი თქმით, საბჭოს მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებამ ასამბლეის ნორმალური ფუნქციონირების გაგრძელებას შეუწყო ხელი.

“მთლიანად ვუჭერთ მხარს გაკეთებულ არჩევანს, რომ რუსეთი ევროპის საბჭოს ასამბლეაში დარჩეს. დარწმუნებული ვარ, რუსი ხალხი ევროპულ ჰუმანიზმთან არის ახლოს. ამის გარეშე ევროპას ნეგატიური, ძალიან ცუდი შედეგი ელოდებოდა”,-აღნიშნა საფრანგეთის პირველმა პირმა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას მხარი “გულუბრყვილობის გარეშე” დაუჭირა და დასძინა, რომ რუსეთის დაბრუნება კონფლიქტური საკითხების მოგვარებას შეუწყობს ხელს, დნესტრისპირეთში, კავკასიაში, საქართველოსა და უკრაინაში.

“ეს არის მოწოდება რუსეთის მიმართ, რომ შეასრულოს ვალდებულებები. ეს არის ჩვენი ორგანიზაციის ძალისხმევა გახდეს უფრო ძლიერი და ეფექტური”,-აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები