“მნიშვნელოვანია არა ის თუ ვისი ინიციატივით გაიმართა ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა, არამედ ის თუ როგორი იქნება ამ შეხვედრის შედეგები”

რუსეთის მხრიდან ფრენების შეჩერება დაკავშირებული იყო იმ არასტაბილურ ვითარებასთან, რაც მაშინ ხდებოდა, ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევდა რუსეთის ხელისუფლება, რომ საჯარო გამოსვლების გამო რისკის ქვეშ იქნებოდნენ რუსეთს მოქალაქეები. გუშინ უკვე აღვნიშნე, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთის არც ერთი მოქალაქის მიმართ არ ყოფილა არანაირი აგრესია, – ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას.

მინისტრის თქმითვე, მნიშვნელოვანია არა ის თუ ვისი ინიციატივით გაიმართა ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა, არამედ ის თუ როგორი იქნება ამ შეხვედრის შედეგები.

“რაც შეეხება შეხვედრის ორგანიზებას, მოვისმინეთ შვეიცარიის მხარის დასტური და მგონი საკმაოდ სანდო წყაროა იმისთვის, რომ შემდგომ გარკვევაში აღარ შევიდეთ ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთავარია შეხვედრის შედეგები“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები