ბიძინა ივანიშვილი აჭარის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის ვიცე სპიკერი, პოლიტსაბჭოს წევრი ილია ნაკაშიძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარტიის აქტივი ესწრებოდნენ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე რეგიონში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
პარტიის თავმჯდომარე გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის რეგიონის საოლქო ორგანიზაციებს უკვე შეხვდა. შეხვედრები პარტიის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გრძელდება.
