ადა მარშანიამ გიგა ბოკერიას მკვლელი, მწამებელი და უნამუსო უწოდა(ვიდეო)

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატი ადა მარშანია „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგა ბოკერიას დაუპირისპირდა.
ადა მარშანიას პროტესტი „მუხროვანის საქმეზე“ ირაკლი სესიაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის კამათმა გამოიწვია. „ვინ ხარ, შენ? შენ ხარ უნამუსო ადამიანი. მკვლელების დედოფალი. მკვლელი და მწამებელი ხარ. შენ ხარ უნამუსო ბოკერია“, – მიმართა მარშანიამ ბოკერიას.
ბოკერიამ საპასუხოდ აღნიშნა, რომ დარბაზში პუტინის ხალხი ზის და მათი ყურება უჭირს, მაგრამ ეგუება“. ბოკერიას რეპლიკის შემდეგ, ადა მარშანიამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა და მათ „ლაჩრები“ და „მოღალატეები“ უწოდა.
„თქვენ ხართ ლაჩრები და მოღალატეები. ქართველ ხალხს უღალატეთ. მე ამათ ვებრძოდი და ახლაც ვებრძვი. ეს უნამუსო ხალხი თავზე დაგვასვით. ბოკერია, სად არის თქვენი ამომრჩეველი? მათ ვაყენებ შეურაცხყოფას, თქვენ ხმა რომ მოგცათ“, – მიმართა უმრავლესობასა და ბოკერიას მარშანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები