“დედაც შესწრებია, როდესაც ბრალდებული მის შვილს ეალერსებოდა” – გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული 75 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესი 2 ოქტომბერს ჩაინიშნა

კასპის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული 75 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 75 წლის მამაკაცი არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მამაკაცს ბრალი მეზობლად მცხოვრები 3 და 5 წლის გოგონების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება.

როგორც “რეგიონულ კვირასთან” საუბარში სოფლის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხდა, არასრულწლოვნები დედმამიშვილები არიან და დაზარალებულის ოჯახში ინფორმაცია მათ მიმართ განხორცილებული გარყვნილი ქმედების შესახებ 3 წლის გოგონამ მიიტანა.

“მე საკმაოდ ახლოს ვიცნობ ბრალდებულ ო.ი.-ის. მხოლოდ დადებითი შემიძლია ამ ადამიანის შესახებ ვთქვა. ძალიან ძნელია ამ ყველაფრის დაჯერება, რადგან ეს ადამიანი მეგობრობდა მამაჩემთან და ბიძაჩემთან. მას ჩვენს ტერიტორიულ ერთეულში ბუხრების საუკეთესო ხელოსნად იცნობენ. მის მიმართ მსგავსი ბრალდება აქამდე არავის გაუგია და როგორც ვიცი, ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული გარყვნილი ქმედების შესახებ ინფორმაცია ოჯახში 3 წლის ბავშვმა მიიტანა. ადგილობრივებისგან, გავიგე, რომ თავად დაზარალებულად ცნობილი ბავშვების დედაც შესწრებია ერთ-ერთ ფაქტს, როდესაც ბრალდებული მის შვილს ეალერსებოდა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, რომ ამ ადამიანისგან მსგავსი სახის ამორალური ქმედების არ მჯერა“,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ საქმე სსკ-ის 141 მუხლით აღძრა, რაც ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 5 დან 7 წლამდე ითვალისწინებს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები