ეკა ბესელია: “ქართულმა ოცნებამ” ყველაზე მეტი შეურაცხყოფა იმ ადამიანებს მიაყენა, რომელთა მხრებზეც პირველმა ოქტომბერმა გადაიარა

შვიდი წელი შესრულდა, მას შემდეგ რაც პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის იდეით მოვიდა. სამწუხაროდ, ამ შვიდი წლის თავზე ყველაზე მეტი შეურაცხყოფა მიაყენეს იმ ადამიანებს, რომელთა მხრებზეც პირველმა ოქტომბერმა გადაიარა, – ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
​როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებისთვის 2020 წლის წინ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ერთ-ერთი ბოლო შანსია.
​”ალბათ, საზოგადოება გააკეთებს თავის არჩევანს მომავალ წელს. ახლა, შვიდი წლის თავზე, ყველაზე კრიტიკული, საპასუხისმგებლო პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში. მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე მეტად გამოხატავდნენ უსამართლობის დროს თავიანთ უპრინციპო დამოკიდებულებას, ბოდიშს კი არ იხდიან, კი არ ნანობენ რამეს, რომ რაღაცა ისეთი გააკეთეს, რამაც ხელი შეუწყო იმ ძალადობრივი რეჟიმის ჩამოყალიბებას, არამედ ამბობენ რომ ყველაფერი კარგად იყო. დღეს გვყავს განაწყენებული მხარდამჭერები, განაწყენებული საერთაშორისო პარტნიორები, ის კარგი დინამიკაც, რაც გვქონდა ადამიანის უფლებების კუთხით პირველ წლებში, რითიც მართლაც გვეამაყებოდა, არის დარტყმის ქვეშ. მე მგონია, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ეს ერთ-ერთი ბოლო შანსია 2020-ის წინ. ეს პროცესი საბოლოოდ გასცემს ალბათ ყველაფერს პასუხს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები