სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შპს „აიპლიუსის“ მიერ გავრცელებულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე შემოწმება დაასრულა

შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ მაღაზია გარე პერიმეტრზე ვიდეო თვალთვალს და აუდიო ჩაწერას კანონით დადგენილი წესების დარღვევით ახორციელებდა. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლებმა შემოწმების მიმდინარეობისას ჩანაწერის გასაჯაროების სამართლებრივი საფუძველი და მიზანი ვერ დაასახელეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით მაღაზია „აიპლიუსი“ ​ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად. შესაბამისად, კომპანიას ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება.

შეგახსნებთ, რომ საქმე ეხება 2019 წლის 27 აგვისტოს, iPlus-ის (IClub Apple fan club) ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელებულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერს, რომელიც პეკინის გამზირზე 27 აგვისტოს მომხდარ ფაქტს ასახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები