ფოთში, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების წარდგენა გაიმართება

27 სექტემბერს, 12:00 საათზე, გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის, ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეს, ქალაქ ფოთში, ნიკოლაძისავე აშენებული საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების წარდგენა გაიმართება.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ფოთისა და ხობის ეპარქია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, კომპანია „ჯეპრა“, რეგიონული განვითარების ჰაბი, საერთაშორისო განათლებისა და გლობალური კავშირების ასოციაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები