ლარი დოლართან მიმართებაში 0.0043 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0043 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9737 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.9694 ლარი ღირდა.
0.005 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.2684 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2634 ლარი იყო.