აგვისტოში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.3 %-ით გაიზარდა

2019 წლის პირველი სექტემბრისათვის კომერციული ბანკების აქტივებმა საქართველოში 44.9 მლრდ ლარი შეადგინა.
სებ-ის მონაცემებით, აგვისტოში ბანკების მთლიანი აქტივები 571.1 მლნ.ლარით, ანუ 1.3 %-ით, გაიზარდა. ამ დროისათვის საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.4 მლრფ.ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.1 %-ია. 2019 წლის პირველი სექტემბრისათვის საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები