“რუსთავი 2”-მა მაუწყებლობა განაახლა – 21:00 საათიან “კურიერს” ნათია ლაზაშვილი წაიყვანს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა. ეთერში დილის პროგრამა „დილამშვიდობისა საქართველო“ დღეიდან ჩვეული განრიგით გავიდა.
ტელეკომპანიის მთავარი საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ წამყვანი ნათია ლაზაშვილმა იქნება, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ეს არხი დატოვა.
ცნობისთვის, 20 აგვისტოს “რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი.
მათი გათავისუფლების შემდეგ, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები