თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:
 
„ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის მთის, კლდეკარის, გორდის, ზედამზის, ხერთვისის, ბუგეულის, ლაითურის, თოდრიას და ზღვისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის და მოსაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები