შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ირანის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ირანის რესპუბლიკის ელჩს, სეიედ ჯავად ყავამშაჰიდის შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, ​მხარეებმა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასა და ამ სფეროში თანამშრომლობის მარეგულირებელი შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
​შინაგან საქმეთა მინისტრმა და ელჩმა ასევე საქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები