გია ვოლსკი: მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი სწორად მიმდინარეობს
“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დროს, პოლიტიკურ ველზე დაძაბულობა და სპეკულაცია მოიმატებს, მიუხედავად ამისა მიმდინარე პროცესები სწორია”,- ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყანაში ამ დონის გამჭვირვალობა პირველია და შესაბამისად, შეუჩვეველია ატმოსფერო.
„ერთმა ჩემმა კოლეგამ პროცესი ამერიკაში კონგრესში არსებულ მოსმენას შეადარა, თუმცა ეს გაცილებით უფრო მეტია, ვინაიდან კითხვებს დეპუტატების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციებიც სვამენ. პოლიტიკურ ველზე დაძაბულობა და სპეკულაცია მეტი იქნება, მაგრამ პროცესი სწორია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისათვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში უსმენენ.