ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა – სოციალურ ქსელში ულამაზესი კადრები ვრცელდება (ფოტო, ვიდეო)

ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა. როგორც კურორტზე მყოფი დამსვენებლები სოციალურ ქსელში წერენ, თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს მიაღწია.

“ძალიან ცუდი ამინდია. უკვე 50 სანტიმეტრი მოთოვა. რაიმე გვეშველება? ხომ არ დავრჩებით”, -წერს ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა ასევე სოციალურ ქსელში წერს, რომ მალე ბახმაროდან ყველა დამსვენებელს გამოიყვანენ.

“​მალე ბახმაროდან ყველა დამსვენებელს გამოვიყვანთ, პირველ რიგში, ბავშვებიან ოჯახებს”, -წერს ირაკლი კუჭავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები