პრემიერი: სახელმწიფოს აქვს თავისი უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები დაიცვას როგორც ინსტიტუტი, ასევე მშვიდობა და მართლწესრიგი ქალაქში

“იყო ერთეული გადაცდომები, რომლებზეც დევნა დაწყებულია. გამოძიება გაგრძელდება, თუ იქნება საჭირო 10 ადამიანის დაკავება, დააკავებენ 10 ადამიანს,”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
​კითხვაზე, თუ რატომ არის 18 დაკავებული პატიმრობაში, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მათ ჩაიდინეს ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ და სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტი.
„18 ადამიანი ციხეში ზის იმიტომ, რომ მათ ჩაიდინეს ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ. სახელმწიფოს აქვს თავისი უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები დაიცვას როგორც ინსტიტუტი, ასევე მშვიდობა და მართლწესრიგი ქალაქში. რაც შეეხება პასუხისმგებლობის გადანაწილებას, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად, იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებმაც დააორგანიზეს ეს აქცია და მოუწოდებდნენ ადამიანებს, ძალადობით შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში, მათაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ”,-განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები