ვოლფგანგ ჰერმანი: მეამაყება, რომ აქ ვარ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებაში ვმონაწილეობ

„მეამაყება, რომ აქ ვარ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებაში ვმონაწილეობ”,- ამის შესახებ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ჰერმანმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს საქართველოსა და გერმანიას შორის სამეცნიერო ურთიერთობებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს საერთაშორისო და დისციპლინათშორისი უნივერსიტეტი უნდა იყოს, რადგან ჩვენს დროში მიმზიდევლი უნდა იყოს მთელი მსოფლიოსა და ცხადია, განსაკუთრებით ამ რეგიონის ახალგაზრდობისათვის” – განაცხადა ჰერმანმა.

ვოლფგანგ ჰერმანი დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტად დაასახელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები