არჩილ ფრანგიშვილი: ერთი მილიარდი ევრო ეს არის ძალიან დიდი თანხა უნივერსიტეტის განვითარებისთვის

„საქართველოს ისტორიაში მსგავსი სიდიდის პროექტი და კერძო ინვესტიცია არასდროს ყოფილა, ერთი მილიარდი ევრო ეს არის ძალიან დიდი თანხა უნივერსიტეტის განვითარებისთვის“, – განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტი რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.

მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით ხარისხზე ორიენტირებული უძლიერესი, უმსხვილესი რეგიონალური ჰაბი იქმნება:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით თავმოყრილი, მათ შორის ადრონული თერაპიის ცენტრი. ეს ყველაფერი კეთდება მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის – მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით. ესენი იქნებიან, ასე ვთქვათ, ზედამხედველები ამ პროექტის. როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე, თვით სასწავლო პროგრამები და სამეცნიერო აქტივობები არის სრულად შეთანხმებული მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ხედვასთან. ისინი გაუწევენ ასევე მენეჯმენტს. დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს იმას, რომ ხარისხზე ორიენტირებული უძლიერესი, უმსხვილესი რეგიონალური ჰაბი იქმნება“, – განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ახალი საგანმანათლებლო სივრცის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნვერსიტეტსა და „იულიხის“ საერთაშორისო კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ასევე, გაიმართა პანელური დისკუსია.

საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.

ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.

პრეზენტაციას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები