აჭარის საჯარო სკოლებში მოსწავლეები იტალიურ ენას ისწავლიან

0

ბათუმის პირველ, მე-2 და მე-6 საჯარო სკოლებში იტალიური ენის შესწავლა დაიწყო. იტალიურს შეისწავლიან ასევე, ქობულეთის პირველ და მე-2 საჯარო სკოლებშიც. საგანი არჩევითი იქნება და სწავლება მეხუთე და მეათე კლასებიდან დაიწყება. სამინისტროს ინფორმაციით, ამ პროექტის კოორდინატორი ქართულ-იტალიური საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია „მინერვაა“. სკოლებს სახელმძღვანელოებით იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.
ამასთან, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი თანხები გამოყო მასწავლებლების სახელფასო ფონდისთვის. სწავლება დაფუძნებული იქნება როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ სწავლებაზე.
პარტნიორი მხარეების ხელშეწყობით, დაგეგმილია გაცვლითი კულტურული პროგრამები იტალიურ და ქართულ სკოლებს შორის.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროში “კვირას” განუცხადეს, რომ უწყება იტალიური ენის პედაგოგების მომზადება-გადამზადებას უზრუნველყოფს.
,,ჩვენ უზრუნველვყოფთ იტალიური ენის მასწავლებლებისთვის ერთობლივი პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების განხორციელებას,
რაც დაფუძნებული იქნება როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ სწავლებაზე; პარტნიორები ერთობლივად განახორციელებენ იტალიურ და ქართულ სკოლებს შორის გაცვლით კულტურულ პროგრამებს, რაც ვეყნებს შორის მოსწავლეების, მასწავლებლების დაახლოების და საგანმანათლებლო სისტემებში მიმდინარე პროცესების უკეთ გაცნობას შეუწყობს ხელს”,- აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი