როდის მიიღებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს – “ბიძინა ივანიშვილი, ფონდი „ქართუ“ არიან უნივერსიტეტის დაფუძნების სულის ჩამდგმელები”

ძალიან გვიხარია,რომ 2020 წლის სექტემბერში უნივერსიტეტი მიიღებს პირველ სტუდენტებს და დაიწყება აკადემიური ცხოვრება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიხეილ ჩხენკელმა სასტუმროში, ”შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, განაცხადა, სადაც ფონდმა ,,ქართუმ“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია გამართეს.

მან ფონდ “ქართუსა” და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი „ქართუ“ არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნების და განვითარების სულის ჩამდგმელები.

“დღეს ჩვენ გვაქვს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებას. პირველ რიგში მე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო მასშტაბის უნივერსიტეტის დაფუძნების იდეისთვის და მისი ხედვისთვის, რომელიც მან ჯერ კიდევ 2008 წელს გააჟღერა, ცხადია წინა ხელისუფლების დროს ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა, დღეს კი ჩვენ ვზეიმობთ მსოფლიო მნიშვნელობის უნივერსიტეტის დაფუძნებას. ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი „ქართუ“ არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნების და განვითარების სულის ჩამდგმელები, შემქმნელები ამ იდეის, ამ პროექტის ყველა ეტაპზე და ყველა მიმართულებით და შედეგად საქართველოში ჩვენ გვაქვს ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტის მქონე უნივერსიტეტი, ეს არის უდიდესი საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი სტუდენტებისთვის, საქართველოს აკადემიური სივრცისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. უნივერსიტეტი არის ჭეშმარიტად უნიკალური და ორიოდე სიტყვით გეტყვით რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა, უნივერსიტეტის დაფუძნების დღიდან ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან, „მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან“ და სწორედ ამ თანამშრომლობის ბაზაზე შეიქმნა აკადემიური პროგრამები, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ ჩვენი სტუდენტები ისწავლიან ანალოგიური პროგრამებით, რითიც მათი თანატოლები სწავლობენ გერმანიაში, როგორც გითხარით მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ გაისად 2020 წლის სექტემბერში უნივერსიტეტი მიიღებს პირველ სტუდენტებს და დაიწყება აკადემიური ცხოვრება. ძალიან გვიხარია,რომ 2020 წლის სექტემბერში უნივერსიტეტი მიიღებს პირველ სტუდენტებს და დაიწყება აკადემიური ცხოვრება. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება,რაც განსაზღვრავს ძალიან მაღალ აკადემიურ ხარისხს გახლავთ ის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. როგორც გერმანიიდან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებიდან ,აშშ-დან და იაპონიიდან. ყოველივე ეს არის გარანტია იმის,რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანები მსოფლიოს ასპარეზზე. ერთი ძალიან საინტერესო მოდელი,რომელსაც ჩვენ დავნერგავთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გახლავთ ის,რომ უცხოელი პროფესორები ლექციებს წაიკითხავენ როგორც აუდიტორიებში, ისე ონლაინ მეთოდის გამოყენებით. ონლაინ მეთოდი ჩვენ საშუალებას გვაძლევს,რომ უნივერისტეტის აკადემიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩავრთოთ ქართველი მეცნიერები,რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ ჩვენი ქართული სამეცნიერო სათვისტომო. ჩვენ ბევრ მათგანს უკვე შევხვდით და მათ უკვე გამოთქვეს მზაობა და სურვილი ,რომ ითანამშრომლონ და ლექციები წაიკითხონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში . ასევე მინდა აღვნიშნო უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი ,რომ უნივერსიტეტში იფუნქციონირებს ადრონული თერაპიის ცენტრი,სადაც პაციენტების მკურნალობასთან ერთად ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა სამეცნიერო კვლევას მედიცინის ,სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიამრთულებით. ადრონული თერაპიის ცენტრიც მთლიანად არის დაფინანსებული “ქართუ ფონდის” მიერ. ადრონული თერაპიის ცენტრი ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლებს მსოფლიოში წამყვან ერთ-ერთ წამყვან კომპაიასთან “აიბიეისთან”,რომელიც ცნობილია ციკლოტრონების წარმოებით და ასევე კვლევის მიამრთულებით გერმანიის იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან და ასევე პლუს სხვა წამყვან სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან. ბოლოსთვის შევინახე ერთი ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი, დიდი სიხარულით მინდა გაცნობოთ,რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი იქნება მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, ამჟამად მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი , პროფესორი ვოლვტა”, -განაცხადა ჩხენკელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები