დაპირისპირება ახალციხის ცენტრში – მამაკაცი 39 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ბოსტნეულის გამყიდველმა ქალი სცემა. ქალს დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული. საჭირო გახდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
ახალციხეში შემთხვევა დღეს, 18 სექტემბერს, 13:30 საათზე მოხდა. კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ მომხმარებელი სცემა. კაცი, რომელიც 39 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდა, ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაზარალებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
„თავში აქვს დარტყმული, გადასაყვანი და გამოსაკვლევია“, – ამბობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები