ტელეკომპანია “იმედი”: ვერ დავეთანხმებით „ამერიკის ხმის“ ხელმძღვანელობის პოზიციას, რომ ჯიმ მალონის კომენტარი არასწორ კონტექსტში იყო წარმოჩენილი

ვერ დავეთანხმებით ავტორიტეტული მედიასაშუალების „ამერიკის ხმის“ ხელმძღვანელობის პოზიციას, რომ ჯიმ მალონის კომენტარი არასწორ კონტექსტში იყო წარმოჩენილი – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
“იმედი” მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს აღნიშნული ინტერვიუს სრული (დაუმონტაჟებელი) ვიდეოჩანაწერი.
“15 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“ გასული სიუჟეტის მომზადებისას ავტორები (რუსუდან შელია და „იმედის“ კორესპონდენტი ვაშინგტონში, დემნა დევდარიანი) მოქმედებდნენ პროფესიული სტანდარტის სრული დაცვით და ხელმძღვანელობდნენ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებით. შესაბამისად, ვერ დავეთანხმებით ავტორიტეტული მედიასაშუალების „ამერიკის ხმის“ ხელმძღვანელობის პოზიციას, რომ ჯიმ მალონის კომენტარი არასწორ კონტექსტში იყო წარმოჩენილი. სურვილის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, დაინტერესებულ მხარეს მივაწოდოთ აღნიშნული ინტერვიუს სრული (დაუმონტაჟებელი) ვიდეოჩანაწერი. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ პატივისცემას „ამერიკის ხმის“ მიმართ და ვიმედოვნებთ, რომ მსგავს გაუგებრობებს მომავალში ადგილი არ ექნება”, -ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები