სალომე ზურაბიშვილი – “როცა საზოგადოება შფოთავს ჩემს რომელიმე გადაწყვეტილებაზე, ეს ჩემთვისაც დიდი წუხილია”

“როცა საზოგადოება შფოთავს ჩემს რომელიმე გადაწყვეტილებაზე, ეს ჩემთვისაც დიდი წუხილია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოცხადა.
“როცა საზოგადოება შფოთავს ჩემს რომელიმე გადაწყვეტილებაზე, ეს ჩემთვისაც დიდი წუხილია.
შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება, ან სასამართლო გადაწყეტილების რევიზია. შეწყალება არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის ქვეშ მიღებული სუბიექტური, პერსონალური გადაწყვეტილება. ეს არის გარემოებების, მოცემულობის შეფასება გაკეთებული ადამიანის – პრეზიდენტის მიერ, რომელიც არ გამორიცხავს არც შეცდომასა და არც იმავე გარემოებების მიმართ სხვის შეფასებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა დღეს სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.
სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის გადაიხედოს შეწყალების წესები და ის პარლამენტში სამუშაო ჯგუფმა შეიმუშაოს.
“აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრისდან ვამზადებდით შეწყალების ახალ წესებს, რომელიც გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს და მომავალი კვირიდან შედგება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტიის წარმომადგენელი შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ შეწყალების იდეალურ წესებს, რათა აღარ მოხდეს საზოგადოების ასეთი შეშფოთება“, -აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და შეწყალების ახალი წესების შემუშავებამდე შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები