რუსთავში 19 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკი გახდა

რუსთავის საავადმყოფოში 19 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი მძიმე ალერგიული ფონი გახდა, რაც ანესთეზის გაკეთებამ გამოიწვია. ამის შესახებ  რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძემ განაცხადა. მისი თქმით, გოგონას სინჯებიც და კვლევებიც ჰქონდა ჩატარებული.
“19 წლის გოგონა იყო გეგმიურ ოპერაციაზე, რომელსაც ოპერაციის დაწყებამდე ადილობრივი ანესთეზიის შეყვანისთანავე მძიმე ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მაშინვე დავიწყეთ შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა ძალიან მძიმე შოკი განვითარდა და ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა. რამდენიმე საათის შემდეგ შესაძლებელი გახდა რაღაც შედეგის მიღება, თუმცა ეს შედეგი სტაბილური არ იყო. ანაფილაქსიური შოკი ალერგიით გამოწვეული რეაქციაა და პაციენტში აღნიშული სიმპტომები იმ მედიკამენტმა გამოიწვია, რომელიც მის ორგანიზმში იქნა შეყვანილი. პაციენტს კვლევებიც და სინჯებიც ჩატარებული ჰქონდა მაგის გარეშე ოპერაციას არავინ იწყებს. გამოკვლევებით რაც იყო დადგენილი, გოგონას ცხვირის ძგიდის გამრუდება ჰქონდა და ყელ-ყურის ექიმის მიერ უტარდებოდა მას ოპერაცია. გამოძიება უკვე დაწყებულია, ეს ფაქტი არავის დაუმალავს”, – ამბობს დავით გოგოძე.
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგონა გარდაიცვალა. გოგონას ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა ის ოპერაციის დაწყებამდე, ანესთეზიის შემდეგ, დაიღუპა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები