ანრი ოხანაშვილი: პრეზიდენტის მზაობა, დაიწყოს მუშაობა შეწყალების მექანიზმის დახვეწის თვალსაზრისით, მისასალმებელია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, შეწყალების წესები პარლამენტში სამუშაო ჯგუფმა უნდა მოამზადოს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი დადებითად აფასებს.
„მე მივესალმები პრეზიდენტის მზაობას, რომ ის მზად არის დაიწყოს მუშაობა ამ საკითხის დახვეწის თვალსაზრისით. ჩვენ უნდა დავიწყოთ პრეზიდენტის აქტიური ჩართულობით მუშაობა, როგორ დაიხვეწოს საკითხი, რომ ქვეყანაში იყოს ერთიანი სისიხლის სამართლის პოლიტიკა. პარლამენტი, მთავრობა, პრეზიდენტი უნდა იყვნენ ის რგოლები, სადაც აქტიურად უნდა წარიმართოს მუშაობა. საკითხი არის მგრძნობიარე. ჩემთვის არ არის მისაღები განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალება, თუ სულ მცირე ნახევარი მაინც არ აქვთ მოხდილი. ეს პრაქტიკა, რომ ჩვენ შევცვალოთ და პრეზიდენტს შევუზღუდოთ უფლებამოსილება, ასე ვერ მოხდება კონსტიტუციიდან გამომდინარე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე დღეს მორატორიუმი გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები