იტალიის პოლიციამ მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა

იტალიის პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხი წერს.

როგორც იტალიური მედია იუწყება, 41 წლის მამაკაცი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, ბოლონიაში, მარკონის აეროპორტში, მას შემდეგ აიყვანეს, რაც მესაზღვრეებმა მისი იდენტიფიცირება შეძლეს.

იტალიური მედიის ცნობით, თ.ბ.-ზე ძებნა რუსეთის ფედერაციამ 2015 წლის აგვისტოში გამოაცხადა. მას 15 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. ამჟამად, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. სასამართლო მისი რუსეთში ექსტრადირების საკითხზე იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები