სოფო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის 82-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს, სესიაზე განიხილეს საქართველოს მიერ წარდგენილი ორი ანგარიში, რომელიც ეხება ბავშვებით ვაჭრობის , ბავშვთა პორნოგრაფიის, პროსტიტუციის და შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის საკითხებს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტზე ისაუბრა „ბავშვის უფლებათა კოდექსზე” და სოციალური მუშაკის რეფორმაზე, რომლებიც ფუნდამენტურ სიახლეებს ითვალისწინებს სექსუალური ექსპლუატაციის, პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიისგან ბავშვთა დაცვის კუთხით.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შედგება, რომლებიც მონიტორინგს უწევენ ბავშვის უფლებათა კონვენციის ინპლემენტაციას გაეროს წევრ ქვეყნებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები