ერთი სივრცე თქვენი მანქანის ყველა გადასახადისთვის

თუ თქვენ ავტომანქანის მფლობელი ხართ, გიწევთ პარკირების ნებართვის შეძენა, იხდით არასწორი პარკირების გამო ჯარიმას, ან სულაც პატრულის ჯარიმა გაქვთ გადასახდელი, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ ისეთი ერთიანი სივრცე, სადაც ამ ყველაფერს მარტივად, ერთი კლიკით გადაიხდით. TBC Pay-ს მალე ახალი ფუნქცია დაემატება!

დღევანდელი აჩქარებული ცხოვრების პირობებში არაა გასაკვირი გამოგრჩეთ როდის გასდის თქვენს მიერ შეძენილ პარკირების ნებართვას ვადა, შესაძლოა პატრულის ჯარიმის გადახდის ბოლო ვადაც უცებ გამოგრჩეთ. თავი ზედმეტი ფიქრით რომ არ დაიტვირთოთ, სჯობს საქმე გაიმარტივოთ და უბრალოდ TBC Pay-ის სისტემაში დარეგისტრირდეთ. ძალიან მალე TBC Pay-ს ვებგევრდზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ დაამატონ თავიანთი ავტომობილი, რისთვისაც საჭირო იქნება მხოლოდ მანქანის სახელმწიფო ნომრისა და ტექ. პასტპორტის ნომრის მითითება. სულ ეს არის. ამიერიდან აღარასდროს გამოგრჩებათ რაიმე სახის გადასახადი, რომელიც თქვენს ავტომობილს უკავშირდება.

მანქანის დამატების შემდეგ, ერთ სივრცეში, ერთი კლიკით შეგეძლებათ –

შეიძინოთ პარკირების საშვი და მიიღოთ ინფორმაცია ვადის ამოწურვის შესახებ;
მიიღოთ ინფორმაცია საპატრულო და პარკირების ჯარიმის შესახებ;
გადაიხადოთ რამდენიმე ჯარიმა ერთდროულად.

რაც მთავარია, ამ გზით არ გამოგრჩებათ არანაირი ჯარიმა და თავიდან აირიდებთ ზედმეტ უსიამოვნო ხარჯებს. ამავე დროს შეგეძლებათ ნებისმიერ დროს შეამოწმოთ გადახდების ისტორია და უკეთ აკონტროლოთ თქვენი სატრანსპორტო დანახარჯები.

TBC Pay-ის მომენტალური გადახდების პლატფორმაზე სატრანსპორტო გადასახადების გარდა, 8 სხვადასხვა კატეგორიის 1,000-მდე სერვისის გადახდა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი, მათ შორის: კომუნალური გადასახადების, ამანათების, მობილური ბალანსის და ა.შ. ვებგვერდის გამოყენება რეგისტრაციის გარეშეც შეგიძლიათ, თუმცა რეგისტრირებული მომხმარებლები ბევრი უპირატესობებით სარგებლობენ, მათ შორის პირადი კაბინეტითა და ელექტრონული საფულით. მომხმარებელს, ასევე, შეუძლია გადახდის შაბლონების შექმნა, ავტომატური გადახდების ჩართვა, დავალიანების შესახებ შეტყობინების ავტომატურად მიღების ფუნქციის გააქტიურება და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ამობეჭდვა. მარტივად რომ ვთქვათ, აქ ყველაფერია რაც კი ონლაინ გადახდების დროს გვჭირდება. გადახდა ხორციელდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. გარკვეული სერვისების გადახდა უცხოური ბარათითაც არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, კონვერტაცია მოხდება ლარის კურსის შესაბამისად.

რადგან ონლაინ გადახდა ვახსენეთ, დროა ვებგვერდის დაცულობასა და უსაფრთხობაზეც ვისაუბროთ. როცა საქმე ფინანსებს ეხება, ჩვენ ყველა სანდო და უსაფრთხო სისტემას ვირჩევთ. TBC Pay-ს გამოყენებისას შეგიძლიათ ნამდვილად დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი ფინანსები და საბანკო მონაცემები საიმედოდ იქნება დაცული.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები