ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა(ვიდეო)

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
“ამ სკოლაში ასწავლიან აფხაზურ ენას და მოსწავლეები მას ძალიან კარგად ფლობენ. ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აფხაზური კონსტიტუციით დაცული ენა გახლავთ. იგი არის ძალიან სერიოზული შემადგენელი ნაწილი აფხაზური იდენტობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწორედ მას დღეს განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება. ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ მის დასაცავად, გადასარჩენად და განსავითარებლად განსაკუთრებული ზომებია საჭირო”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები