ზაზა გაბუნიამ განათლების მინისტრთან ერთად თემქისა და სანზონის სკოლების მოსწავლეებს დედაენა წარუდგინა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, თემქისა და სანზონის მაჟორიტარმა, ზაზა გაბუნიამ განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან ერთად საარჩევნო ოლქის, თემქისა და სანზონის სკოლების მოსწავლეებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დედაენა წარუდგინა.
ახალ სასწავლო წელს პირველკლასელი მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის დედაენით შეხვდნენ.
“მინდა მივულოცო ამ ბავშვებს, რომ ისინი სრულიად განსაკუთრებული მოვლენის თანამონაწილეები გახდნენ, იმიტომ რომ მათ წელს სკოლაში დახვდათ იაკობ გოგებაშვილის დედაენა.
​მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩემს კოლეგასთან, მარიამ ჯაშთან ერთად მოვამზადე კანონპროექტი, რომელმაც კანონად ქცევის შემდეგ შექმნა სამართლებრივი გარანტიები „დედა ენის” ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში – სკოლებში დაბრუნებისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო განათლების მინისტრს, რომელმაც იმ მოლოდინის გათვალისწინებით, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა, შესანიშნავად წარმართა ეს პროცესი და შედეგად მივიღეთ ის რომ ახალ სასწავლო წელს პირველკლასელი მოსწავლეები დედაენით შეხვდნენ”,-აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ხაზი გაუსვა დედაენის სკოლებში დაბრუნების მნიშვნელობას და ისაუბრა იმ ძალისხმევაზე რაც სამუშაოს პროცესში სამინისტროს დაჭირდა.
შეხვედრას საკრებულოს დეპუტატი თამარ ტალიაშვილი, უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, ოლქის სკოლების დირექტორები, დაწყებითი კლასის პედაგოგები, პირველკლასელი მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები