ირაკლი კობახიძე: მთავარია, პრეზიდენტებმა ჩამოაყალიბონ ისეთი პრაქტიკა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება შეწყალების იურიდიულ არსს

კიდევ ერთხელ არის მუშაობა საჭირო იმისათვის, რომ სწორად ჩამოყალიბდეს შეწყალების სტანდარტი იმ პრინციპების შესაბამისად, რომლებიც ჩამოყალიბებულია ევროპაში – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია, რომ პრეზიდენტებმა ჩამოაყალიბონ ისეთი პრაქტიკა, რომლიც ყველაზე მეტად შეესაბამება შეწყალების იურიდიულ არსს.
„ჩვენ, მუდმივად გვქონდა საუბარი იმაზე, რომ აბსოლუტურად აცდენილი იყო წინა პრეზიდენტის შეწყალების კუთხით სტატისტიკა ევროპულ სტანდარტებს. აქ გვაქვს გარკვეული დაახლოება, თუმცა ზოგადად, დამატებით არის საჭირო ის, რომ დაიხვეწოს შეწყალების პრაქტიკა. აქ გაგვიჭირდება რაიმე მკაცრი რეგულაციების დაწესება, თუმცა რეგულაციებზეც შეიძლება ფიქრი. მთავარია, რომ პრეზიდენტებმა ჩამოაყალიბონ ისეთი პრაქტიკა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება შეწყალების იურიდიულ არსს”,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები