საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის ორგანიზებით იუსტიციის უმაღლეს სკოლაში კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის ორგანიზებით სექტემბერს თბილისში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში კონფერენცია სახელწოდებით – “ქართული სასამართლოს განვითარების უახლესი ისტორია, პერსპექტივა და გამოწვევები” გაიმართა.
​როგორც “კვირას” ქალ მოსამართლეთა ასოციაციიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში ასოციაციის წევრებმა ისაუბრეს სასამართლოს განვითარების უახლეს ისტორიაზე, ქალის როლის გაძლიერებაზე, თანამედროვეობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე სასამართლო სისტემაში. კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი, დონორი ორგანიზაციები, მოქმედი მოსამართლები და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები.
​საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაცია გეგმავს ყოვეწლიური სახე მისცეს აღნიშნული ფორმატის კონფერენციას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები