ანრი ოხანაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.
​როგორც მან აღნიშნა, მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან გაიმართა საინტერესო და საქმიანი დისკუსია იმ მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველო ახორციელებს.
„ძირითადი სასაუბრო თემა იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი, თუ როგორც ვგეგმავთ ჩვენ ამ პროცესს, როგორ მიმდინარეობს და რა ეტაპზეა ახლა. ასე, ვისაუბრეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონთან და სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე”, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები ნინო გოგუაძე და გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები