დამამუშავებელ მრეწველობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 97%-ით გაიზარდა

დამამუშავებელ მრეწველობაში 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით: 2019 წლის II კვარტალში დამამუშავებელ მრეწველობაში განხორციელებულმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 38.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 97%-ით აღემატება.
2019 წლის II კვარტალში სამთომოპოვებით მრეწველობაში განხორციელებულმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 15.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით ნაკლებია.
2019 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ჯამში 464 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გასცა, ხოლო ამავე პერიოდში მოზიდული ინვესტიციის ოდენობამ 67 950 000 ლარი შეადგინა, საიდანაც საბიუჯეტო შენატანმა (როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ბიუჯეტში) 42 240 000 ლარს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები