პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

0

პარლამენტში “ევროპული საქართველოს” წევრებსა და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.
სერგი კაპანაძემ პლენარულ სესიაზე სახელისუფლებო გუნდს პრორუსული ძალა უწოდა.
“გმართავთ რუსი ოლიგარქი, თავისი რუსული ოლიგარქული მეთოდებით, რომლის ამოცანაა, რომ არ იყოს ოპოზიცია, შეიზღუდოს თავისუფალი სიტყვა, რომ დაამთავროს თავისი ოპონენტები. ეს არის თქვენი ამოსავალი წერტილი. უტევთ ყველას ვინც მას შეუქმნის საფრთხეს და გადაფარებულები ხართ მასზე. ამიტომ ხართ პრორუსული ძალა, არანაირი პროევროპული, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, თქვენ ხართ პრორუსული, პროპუტინური ძალა სამწუხაროდ”, – განაცხადა კაპანაძემ.
მის საპასუხოდ მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ სწორედ “ნაცმოძრაობა” და ევროპული საქართველოა რუსული ძალა.
“ბატონო სერგი, პირდაპირ თქვენთან გადმოვალ პასუხით, პრორუსულობა კი არა, თქვენ ხართ პირდაპირ რუსული ძალა. ეს ადამიანები დადარაჯებულები არიან, რომ ვინმეს რამე წამოსცდეს ომის თემაზე და იმის ინტერპრეტაცია მოახდინონ. მეორე მხრივ “ნაცმოძრაობასთან” ერთად “აპრავებენ” რეზოლუციის მხარდაჭერას, ომის შედეგებს თითქოს “ქართულ ოცნებას” დაეკარგოს ტერიტორიები და შეეწყოს ამაში ხელი. თავის მმართველობის პერიოდში ჩადენილ ყველაზე საშინელ დანაშაულს აქეთ ამისამართებენ”, – განაცხადა მდინარაძემ.
მანამდე სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შოთა ხაბარელსა და გიგა ბოკერიას შორისაც მოხდა.

კომენტარები

კომენტარი