“საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება

“საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ქალაქ ბელგრადში.
როგორც “კვირას” “საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს”, შეხვედრას სერბეთის მხრიდან მინისტრის მოადგილე ლაზარ რადაკოვიჩი, სერბეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურის საკითხების დირექტორი, Serbia Cargo-ს გენერალური დირექტორი, სერბეთის რკინიგზის კომერციულ-სატრანსპორტო ოპერაციების დირექტორი და ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი ესწრებოდნენ.
​დავით ფერაძემ სერბ კოლეგებს ის სატრანზიტო შესაძლებლობები გააცნო, რომლებსაც საქართველოს რკინიგზა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონისა და მის მეზობელ ქვეყნებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის წევრ ქვეყნებთან ერთად სთავაზობს. სერბულ მხარეს ასევე გააცნეს აღნიშნული მარშრუტის კომერციული და ლოგისტიკური უპირატესობები და ახალი ტვირთების მოზიდვის მიზნით ხედვები გაუზიარეს ერთმანეთს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრაზე გაცვლილი ინფორმაციის საფუძველზე, დამატებით ღონისძიებებს თანამშრომლობის კონკრეტული სფეროების გამოკვეთის მიზნით დაგეგმავენ. აღნიშნულისათვის უახლოეს პერიოდში საქართველოს სერბეთის რკინიგზის მენეჯმენტი ეწვევა და მხარეთა შორის თანამშრომლობის კონკრეტული სამოქმედო გეგმა შემუშავდება.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები