ნავთობის ფასი შესაძლოა 100 დოლარამდე გაიზარდოს

სპეციალისტები ნედლი ნავთობის ფასის 100 დოლარამდე გაზრდას ვარაუდობენ. საუდის არაბეთმა, რომელიც ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორია, ნავთობის წარმოება თითქმის გაანახევრა. ელ-რიადის ეს გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ნავთობის ინდუსტრიაზე მომხდარ თავდასხმას უკავშირდება. როგორც ცნობილია, 14 სექტემბერს იემენელმა ჰუსიტებმა, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან, საუდის არაბეთის 2 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, დრონების მეშვეობით, იერიში მიიტანეს. ყოველდღიურად საუდის არაბეთი 9,7 მლნ ბარელი ნავთობს აწარმოებდა. დღეისათვის ეს მაჩვენებელი 5,7 მლნ ბარელამდეა შემცირებული. RAPIDAN ENERGY-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ საუდის არაბეთი ინფრასტრუქტურის აღდგენას მინიმუმ ერთ კვირაში ვერ შეძლებს და ბაზარს ნავთობის ჩვეულ რაოდენობას ვერ მიაწვდის, ნავთობის ფასები მინიმუმ $15-20-ით აიწევს. ამ დროისათვის Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 71,95 აშშ დოლარია. რაც შეეხება WTI–ის ტიპის საწვავს, ის 63,34 დოლარად ივაჭრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები