ხობელი სპორტსმენი – ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხობელმა სპორტსმენმა – ნუგზარ წურწუმიამ ოქროს მედალი მოიპოვა.
წურწუმიამ პირველ დღეს წარმატებით იასპარეზა და ნახევარფინალში იაპონელ შოტა ოგავას დაუპირისპირდა, სადაც დიდი სხვაობით, 8:0 დაამარცხა მეტოქე. 55კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში ყაზახ ზაკანშას სძლია.
აღსანიშნავია, რომ ნუგზარ წურწუმია ევროპის ორგზის ჩემპიონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები