თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი მიმდინარეობს

თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი მიმდინარეობს. ერთი დღის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ქვემო ქართლის მუნიციპალური თვითმმართველობების,  საყდრისის კომიტეტისა და კომპანია “არ ემ ჯის” მიერ ორგანიზებული კომპლექსური ღონისძიება საზოგადოებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენასა და მთავარ გამოწვევებს გააცნობს.  ფორუმს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრება.

ღონისძიებაზე ქვემო ქართლის თვითმმართველი ერთეულები მათთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცეებით არიან წარმოდგენილნი, სადაც ტრადიციული რეწვისა და აგროსამრეწველო პროდუქტებთან ერთად, ეთნოგრაფიული მასალებიც არის გამოფენილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები