ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანის ქურდობა არ დადასტურდა – მფლობელმა სადაზღვეოსგან თანხის მისაღებად, ავტომობილი გადამალა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან მოპარული იყო Mitsubishi Pajero- ს ფირმის ავტომობილი.
სამართალდამცველები ოპერატიულად გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და  საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ​გამოძიების მსვლელობისას, დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა, საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოჰპარეს.
​ავტომობილის გადამალვის ფაქტს ავტოფარეხის მეპატრონე, ფ.ს.-ს მეგობარი – ა.ა.-ც ადასტურებს.
​ავტომობილის ქურდობაზე გაკეთებული შეტყობინების შემდეგ, ფ.ს.-მ საქართველოს საზღვარი მალევე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები