გორში შეყვარებულმა გოგონა სცემა – დაწყებულია გამოძიება

გორში, კომბინატის დასახლებაში, 21 წლის გოგონა შეყვარებულმა სცემა. როგორც დაზარალებული გოგონას მეზობლები ყვებიან, ბიჭის მხრიდან ძალადობის ეს პირველი შემთხვავა არაა.
მეზობლების თქმით, ბიჭმა გოგონაზე ფიზიკურად მისი საქმიანობის გამო იძალადა. მათი ინფორმაციით, გოგონა კერძო სახლების დალაგებით ირჩენს თავს, რაც წყვილის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

დაზარალებული გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  გორის სამხედრო ჰოსპიტალში  გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, მას სხეულის მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა და სამედიცინო დათვალიერების შემდგომ სახლში გაწერეს.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სიხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები