„საქართველოს რომ ვუახლოვდებოდით, ღამეები ვერ ვიძინებდით, გვიხაროდა“ – საქართველოში ფეხით ჩამოსული ფერეიდნელი ქართველების შეხვედრა ჟურნალისტებთან(ვიდეო)

400 წლის წინ ირანში იძულებით გადასახლებული ქართველების სამი შთამომავალი – შაჰრამ ონიკაძე, ომიდ (ამირან) გოგონანი, ისმაილ რაჰიმი საქართველოში ფერეიდნიდან ფეხით ჩამოვიდნენ.
ისინი დღეს ჟურნალისტებს მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში შეხვდნენ.
როგორც ფერეიდნელმა ქართველებმა აღნიშნეს, ფერეიდანიდან თბილისამდე 31 დღეში ჩამოვიდნენ და 1500-მდე კმ ფეხით გამოიარეს.
„იმიტომ დავბრუნდით, რომ ყველა ქართველს, სადაც ცხოვრობენ ვუთხრათ, რომ საქართველოში დავბრუნდეთ. თუ ყველანი დავბრუნდებით საქართველოში, ძლიერი შაიქმნების საქართველო. ახლა ძლიერი არის, მაგრამ უფრო ძლიერი შაიქმნების. ფეხით წამოვედით. საქართველოს რომ ვუახლოვდებოდით ენერგიაც გვეძლეოდა, ღამეები ვერ ვიძინებდით, გვიხაროდა. 10 კილომეტრი გვქონდა დარჩენილი, გეფიცებით, ვერ დავიძინეთ, ბიჭები ამბობდნენ, საქართველოს სუნი მოდისო. ასეც იყო“ – განაცხადა შაჰრამ ონიკაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები