აზერბაიჯანმა გაზის იმპორტი შეაჩერა- მოსალოდნელია თუ არა ბუნებრივი აირის დეფიციტი საქართველოში?

აზერბაიჯანის სანავთობო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის ილჰამ შაბანის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან აზერბაიჯანი გაზის იმპორტიორი ქვეყანა აღარაა.
SOCAR -ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის იბრაჰიმ ახმედოვის განმარტებით, ქვეყანაში გაზის ჭარბი რაოდენობაა და შესაბამისად იმპორტის საჭიროება აღარ დგას. როგორც ენერგეტიკის ექსპერტი ემინ ახუნზადე Report-თან საუბარში აცხადებს, 2017 -2018 წლებში გაზის მოპოვება აზერბაიჯანში 7,2 %-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი აირის მოპოვება 20 %-ით არის გაზრდილი.
„მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანმა გაზის სხვადასხვა საბადოებიდან 24 მლრდ. კუბური მეტრის გაზი მოიპოვა“ – განუცხადა Report-ს ილჰამ შაბანმა.
ილხან შაბანი დარწმუნებულია, რომ მინიმუმ 10 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი ბუნებრივ გაზზე მოთხოვნას არსებულ დონეზე სრულად დააკმაყოფილებს.
შაბანის განცხადებით, მარტო „აბშერონის“ საბადოდან 2021 -2022 წლებში მხოლოდ შიდა მოხმარებისათვის 1,7 მლრდ.კუბური მეტრი გაზის მიწოდება იგეგმება. დაგეგმილია ასევე მიწისქვეშა გაზსაცავის ტევადობის 5 მლრდ. კუბურ მეტრამდე გაზრდა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში საქართველოს აზერბაიჯანული გაზის ალტერნატივის მოძიება არ დასჭირდება. როგორც ცნობილია, ამჟამად საქართველოს გაზის ბაზრის 95,4 % სწორედ აზერბაიჯანულ გაზს უკავია. დანარჩენ გაზს საქართველო რუსული სახელმწიფო კომპანია „ გაზპრომისაგან“ იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები