,,საპარტნიორო ფონდის” წარმომადგენლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

„საპარტნიორო ფონდის” წარმომადგენლებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. აუდიტორიას სიტყვით აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ და „საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მიმართეს.

გარდა ამისა, ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული დამწყები ბიზნესის განვითარების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. თორნიკე რიჟვაძე კი სტუდენტებს ეროვნული იდეა-განათლების მნიშვნელობაზე, რეგიონში დაწყებული საგანმანათლებლო პროექტებზე და ახლაგაზრდების აქტიური ჩართულობის როლზე ესაუბრა.

„ „სტარტაპ საქართველო” არის პროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა ახალგაზრდას, ყველა სტუდენტს მოახდინოს მისი ინოვაციური იდეების რეალიზება. მნიშვნელოვანია ჩვენ რეგიონში, ქალაქში გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროექტებში და კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ ახალგაზრდულ ინიციატივებს, ახალგაზრდული ეკონომიკის განვითარებას,” – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს რეგიონებში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა „საპარტნიორო ფონდის”, როგორც სახელმწიფოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის სტრატეგიული მიმართულებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები