სოფელ ზარზმაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის რეაბილიტაცია სრულდება 

ადიგენის მუნიციპალიტეტში ზარზმის სკოლის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ასრულებს. სასწავლო დაწესებულება 150 მოსწავლეზეა გათვლილი და რამდენიმე სოფელს მოემსახურება. პროექტის ღირებულება ერთ მილიონ ლარს აღემატება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სკოლაში საკლასო ოთახები და საპირფარეშოები განახლდა, მოეწყო სპორტული მოედნები, ეზოს ტერიტორია, ასევე გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები დამონტაჟდა. სკოლა შშმ პირებისთვის სრულადაა ადაპტირებული. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019-2020 წლებში, ქვეყნის მასშტაბით 150-მდე სკოლის რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს, რომელიც განათლების ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები