ქუთაისის 296 კორპუსში დაზიანებული წყლის მილების შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების საძირკველში განთავსებული წყალმომარაგების მილების შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს. გაერთიანებული წყალმომარაგების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, 296 კორპუსის სარდაფში წყლის მილები  შეიცვლება. პროექტი აზიის განვიტარების ბანკის მიერ არის დაფინანსებული და 80 788 120 ლარს შეადგენს.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია მაჟორიტარ დეპუტატ, კახა ბოჭორიშვილთან და მერის წარმომადგენელ, მიხეილ ნავაძესთან ერთად ნიკეას ქუჩაზე გაეცნო.
ირაკლი შენგელიას თქმით, მიმდინარე სამუშაოები წელს დასრულდება.

“წყალმომარაგების კომპანიის მიერ დაწყებული სამუშაოების შედეგად სარდაფებში განთავსებული მილები უკვე 60 კორპუსში გამოიცვალა. ეს რამდენიმე წლიანი პრობლემა იყო, რომელიც სასწრაფო მოგვარებას საჭიროებდა. სამუშაოები წელს დასრულდება”,- განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები