ილია მეორემ საპატრიარქოს დაწესებულებების ხელმძღვანელებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დანიშვნა დაავალა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელებს თავიანთ ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნას ავალებს.
„ამა წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაევალოთ თავის ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნა“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც საპატრიარქოს გვერდზე განთავსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები